06 ივლისი 2026,   12:06
ვრცლად
ევროპა ტყის ხანძრებს ებრძვის

ევროპა ტყის ხანძრებს ებრძვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ხანძრებმა ბოლო დღეებში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. ათასობით მეხანძრე ცეცხლის კერების ჩაქრობას საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ცდილობს.

საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდია მობილიზებული. რისკის ზონიდან 5000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავდა ორი პირი. ქვეყნის 7 დეპარტამენტში საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული.

საბერძნეთში - ქალაქ სალონიკში ხანძარი ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. ტოქსიკური კვამლის გავრცელების გამო, 3 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. პარალელურად, ათენის დასავლეთით ტყის ხანძარს 210 მეხანძრე და სპეციალური ავიაცია აქრობს.

ესპანეთში, ჟირონას პროვინციაში 2200 ჰექტარი ტერიტორიაა გადამწვარი. პორტუგალიაში კი, ვოზელას მუნიციპალიტეტში ცეცხლმა 12 000 ჰექტარი მოიცვა, მობილიზებულია 1200 მეხანძრე, 400 ერთეული სპეცტექნიკა და 15 თვითმფრინავი.

დღის ამბები