06 ივლისი 2026,   21:01
ვრცლად
ნანუკა ჟორჟოლიანი ჩერგოლეიშვილზე: ქალბატონი თამარის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ტოქსიკური გარემოა

ოპოზიციურ სპექტრში კვლავ დაპირისპირებაა. ალიანსზე ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს და ამბობს, რომ ამ გაერთიანებას ერთპიროვნული მმართველი ჰყავს და ეს თამარ ჩერგოლეიშვილია, მის ირგვლივ შექმნილი გარემო კი ტოქსიკურია.

ჟორჟოლიანის თქმით, ის გახდება შუამავალი საზოგადოებას და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და მეტიც, პრემიერ-მინისტრის პოსტსაც უნდა იკავებდეს.

"თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია. პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, შენ უნდა იყო სწორი შუამავალი ხალხს და მიშას შორის.

მგონია, რომ ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. თავი უნდა დავანებოთ მლიქვნელობასა და აფერისტობას.

ალიანსი იმიტომ არ იყო ეფექტური, რომ თამაშის წესს ადგენს ერთი ადამიანი, ამ ერთ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, კრიტიკის, გინების ფურთხების - თამარი. თავს არ მივცემ უფლებას, მას ვუწოდო დამაკნინებელი სახელი, "ნანულას" მსგავსი, არ დავალ მის დონემდე. ქალბატონი თამარის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ტოქსიკური გარემოა, ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას საქმიანი კოალიცია", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები