04 ივლისი 2026,   22:55
ვრცლად
ზურა ქაფიანიძის ხსოვნის საპატივცემულოდ, მისი სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული სახის, სახალხო არტისტ ზურა ქაფიანიძის ხსოვნის საპატივცემულოდ, მისი სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.

ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა ზურა ქაფიანიძის ღვაწლისა და შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული კულტურის განვითარებაში.

ზურა ქაფიანიძე საქართველოს სახალხო არტისტი და ქართული კინოს მსახიობია, შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი. ის თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ივანე კოტორაშვილის ამბავი", "დათა თუთაშხია", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება", "ხევსურული ბალადა" და "ვედრება".

გარდა სამსახიობო კარიერისა, ის იყო მკვლევარი და ენათმეცნიერი, რომელიც იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.

დღის ამბები