03 ივლისი 2026,   15:52
ვრცლად
დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო, პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი დააკავა

დანიელმა მემარჯვენე აქტივისტმა, ლარს კრაგ ანდერსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დანიაში პოლიციის მიერ მისი დაკავების ამსახველი კადრები. ანდერსენი ამბობს, რომ ის დააკავეს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის სოციალური დაზღვევის ნომრის და ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების გამო. ვიდეოს X-ზე უკვე 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ფრედერიკსენის პირადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პოლიცია ლარს კრაგ ანდერსენის სახლში შევიდა და დაკავების მომენტი მისმა Google Nest-ის სახლის კამერებმა დააფიქსირა. დანიურმა გამოცემა Avisen.dk-მა დაწერა, რომ კოპენჰაგენის პოლიციამ დაადასტურა ანდერსენის დაკავება და შემდეგ გათავისუფლება. პოლიციამ კონკრეტულ გამოძიებაზე დეტალები არ გაასაჯაროვა, მაგრამ აქტივისტის თქმით, მას ბრალად ედებოდა დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119ა მუხლის და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის დარღვევა - პრემიერის საიდენტიფიკაციო ნომრისა და ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების გამო.

დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119ა მუხლის შინაარსი ფართოა და იცავს საჯარო სამსახურში ან საჯარო მანდატით მოქმედ პირებს შევიწროებისგან, როდესაც ქმედება უკავშირდება მათ თანამდებობრივ საქმიანობას.

დღევანდელი რედაქციის შინაარსი ასეთია:

"პირი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, თუ იგი უკანონოდ უკავშირდება, უთვალთვალებს/მისდევს ან სხვაგვარად ავიწროებს 119-ე მუხლში ჩამოთვლილ საჯარო პირებს მათი სამსახურის ან საჯარო მანდატის შესრულებისას, ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით."

რაც შეეხება დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლს, აქ ჩამოთვლილი დაცული პირები არიან ისინი, ვისაც ევალებათ მოქმედება საჯარო სამსახურის ან საჯარო მანდატის ფარგლებში.

დღის ამბები