შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.