საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ასტანაში "კასპიან პოსტი" ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.
სტატია ეხება ბეკტენოვისა და კობახიძის მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
ყაზახეთის პრემიერმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ყაზახეთის ყველაზე სანდრო მეგობრად და საკვანძო პარტნიორად მოიხსენია.
თავის მხრივ, კობახიძემ ყაზახეთს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.