სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მექსიკისა და ეკვადორის დაპირისპირება, რომელიც შტორმის საფრთხის გამო 1 საათის დაგვიანებით დაიწყო და, მექსიკის დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით, 2:0 დასრულდა.
ეკვადორი მუნდიალს დაემშვიდობა, მექსიკა კი მერვედფინალში ინგლისი-კონგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მერვედ ფინალშია საფრანგეთის ნაკრებიც, რომელმაც შვედეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა.
ნიუ ჯერსიში, გამართულ მატჩში კილიან ბაპემ დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-18 გოლი გაიტანა, გადაასწრო გერმანელ მიროსლავ კლოზეს, საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის კი ერთი გოლით ჩამორჩება. მერვედ ფინალში ფრანგების მეტოქე პარაგვაის ნაკრები იქნება, შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.
დალასში გამართული დაძაბული შეხვედრა ნორვეგიელთა გამარჯვებით კოტ - დიუვარის წინააღმდეგ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები ანტონიო ნუსამ და, ბოლო წუთებზე, ჰაალანდმა გაიტანეს.
მერვედ ფინალში ნორვეგიის ნაკრების მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება. მატჩი 5 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართება.