პროექტ "რუსთავი-ცხოვრების სტილის" პირველი სეზონი დაიხურა. ახალგაზრდულ პროექტში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
"გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ სახელწოდებით გამართულ პროექტში 30 რუსთაველი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
მონაწილეებმა, პროექტის ფარგლებში, ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი კურსი უფასოდ გაიარეს და რუსთაველების ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტი შექმნეს.