30 ივნისი 2026,   20:57
ვრცლად
არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, პოლარიზაციის თავი დაიხურება და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები - ლევან მახაშვილი ფიშერზე

პეტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა.

გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

"მადლობა, ბედნიერად და ნახვამდის“, -წერია მის განცხადებაში იქსზე. ფიშერი გერმანიის ელჩი 2022 წლიდან იყო.

"ქართულ ოცნებაში" დღეს გაიხსენეს ელჩის არაერთი ქმედება, რომელიც მმართველი გუნდის შეფასებით, დიპლომატიურ ჩარჩოებს გასცდა და რომელმაც ვენის კონვენცია დაარღვია.

პიტერ ფიშერი ელჩის სტატუსით ახსნა-განმარტებებისთვის რამდენჯერმე დაბარებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

"ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მის ელჩობის დასრულებით, ნამდვილად კარგად არ დაამახსოვრა საქართველოს მოსახლეობას თავი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ეს პოლარიზაციის თავი დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ასევე, ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობებში მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი. ყოველ შემთხვევაში, აქ მთავარი არის ის, რომ იმედია, დიპლომატების მხრიდან პოლარიზაციის ისტორიის ერთი თავი დაიხურება და უფრო პასუხისმგებლობიანად, კონსტრუქციულად, ვენის კონვენციის დაცვით გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატებთან ნორმალურ ურთიერთობას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები