30 ივნისი 2026,   20:51
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების საკითხები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ყაზახეთის პრემიერთან შეხვედრაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.

"ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შევხვდი. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები