30 ივნისი 2026,   15:37
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მერი გაეცნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შალაურსა და კურდღელაურში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ შალაურში გზის 384 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ხოლო სოფელ კურდღელაურში 263 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე სისტემა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მერი გაეცნენ.

დღის ამბები