28 ივნისი 2026,   18:49
ვრცლად
ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ქმედებებით იმუქრება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ თეირანი თავდასხმებს გააგრძელებს, შეერთებული შტატები, შესაძლოა იძულებული გახდეს, უფრო მკაცრი სამხედრო ზომები მიიღოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

ტრამპის თქმით, ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ამერიკულმა თვითმფრინავებმა, ირანის რაკეტებისა და დრონების საწყობებზე, ასევე სანაპირო რადარებზე მიიტანეს იერიში.

„სრულიად შესაძლებელია, რომ მათ ვერასდროს, ვერაფერი ისწავლონ! შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქმედებას და იძულებული გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც უკვე ძალიან წარმატებით დავიწყეთ", - წერს ტრამპი.

პრეზიდენტის განცხადებით, ირანი „არსებობას შეწყვეტს“, თუ შეერთებული შტატები უფრო მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს განახორციელებს.

დღის ამბები