თბილისის ისტორიის მუზეუმში ახალი გამოფენა – "ეზოლოგია - თბილისის ფოროვანი ქსოვილი" გაიხსნა. ექსპოზიცია ქალაქის არქიტექტურულ კვლევებს, ისტორიულ საარქივო მასალებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის ნაწილია ფოტოგრაფების: ბერიკა ბერიძის, ნანკა დოლიძისა და გიორგი სუმბაძის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ფოტო-ესეები, რომლებიც თბილისის ურბანულ ხასიათს წარმოაჩენს.