26 ივნისი 2026,   23:56
ვრცლად
ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა - ინფორმაციას CNN ადგილობრივი პარლამენტის წევრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, ვენესუელაში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, დაშავდა სულ მცირე 3 360 ადამიანი დაშავვდა, დაზიანდა 383 შენობა.

ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 172 ადამიანი რჩება. როდრიგესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ლა გუაირა, ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორია, სრულად მილიტარიზებულია.

"ჩვენ ვაფასებთ დახმარების უდიდეს სურვილს, თუმცა გზები, რომლებსაც დაშავებულების გადასაყვანად ვიყენებთ, გადატვირთულია. დახმარების საუკეთესო გზა გზების გაწმენდაა, რათა სამედიცინო ჯგუფებმა შეძლონ პაციენტების გადაყვანა, ხოლო სამაშველო ჯგუფებმა - უფრო ეფექტურად შეასრულონ თავიანთი სამუშაო", - განაცხადა როდრიგესმა.

დღის ამბები