2026 წლის 26 ივნისს, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აღინიშნა "შუა დერეფნის" განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.