"ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და საბოლოო განაჩენიც გამოაქვს.
"სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს. არანაირი საკითხი არ აინტერესებდათ, ყველა კითხვა და საკითხი მიემართებოდა ერთ სახელსა და გვარს, გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა გიორგი გახარიას ფოტოთი. არ ვიცი რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი მისი ფრაქციისა თუ პარტიის წევრებს, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს იკნინებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს ფიზიკურად "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატები და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ.