26 ივნისი 2026,   21:58
ვრცლად
აშშ-მა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დროებით შეარბილა.

გადაწყვეტილება ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ემსახურება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ სპეციალური ლიცენზია გასცა, რომელიც ვენესუელას მიმართულებით ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელების ნებართვას იძლევა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება ყველა იმ ოპერაციაზე, რომლებიც უშუალოდ სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა მხარდაჭერას ემსახურება.

„ყველა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან, რაც სხვა შემთხვევაში აკრძალული იქნებოდა ვენესუელას წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შესაბამისად, ნებადართულია 2026 წლის 23 ოქტომბრამდე“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები