ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიულმა ხელმძღვანელმა, ციცი იაშვილმა, პირველი ავტობიოგრაფიული, პოლიჟანრული წიგნი "Backstage - სცენის მიღმა ამბები" წარადგინა.
წიგნი გასართობ ინდუსტრიას ეხება. ნაშრომი აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, წარმატებებს, გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ავტორის კარიერა და ცხოვრება განსაზღვრა.