26 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ქუჩების ჩამონათვალი:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, სამრეწველოს დასახლების, ლითონკონსტრუქციების დასახლების, მეტრომშენის დასახლების, საბარგოს დასახლების, მხატვრების დასახლების, მშველიძის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, პატარიძის, ხელოვანთა, მთისძირის, ყვარლის, ამირაჯიბის, მესხეთის, გაზეთის, კლდიაშვილის, ბახუტაშვილის, წალენჯიხის, თოლენჯის, ტვიშის და იოსებ რატილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ალექსანდრე მაჭავარიანის, ბარონ დე ბაის, ჰენრიკ ჰრინევსკის, სტივენის, მარკო პოლოს, რაინეგსის, მონპერის, ჰუბერტის, კლაპროთის, არქანჯელო ლამბერტის, ტილკეს, მირიან მეფის, ვაზისუბნის, ფელიქს ჰოლდაკის, პეტრიწის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, ვაშაკიძის, ბაირამაშვილის, ავალიშვილის, ქერჩის და ხრესილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანისმასივის IIIა, V მიკრორაიონების, რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის, შულენბურგის, ქერჩის, წყაროთუბნის, მწვანეს, ტაბატაძის, ფარსმან ქველის, ჯაბიძის და ხევისპირის ქუჩების მოსახლეობას.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები