24 ივნისი 2026,   18:22
ვრცლად
დავით სონღულაშვილმა ქუთაისში ნახევარფაბრიკატების საწარმო "კულინარი" დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში შპს „კულინარის“ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოს საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
შპს „კულინარი“ თვეში 110 ტონა ნახევარფაბრიკატს აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. საწარმოსა და მის სადისტრიბუციო ქსელში, ჯამში, 100 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „კულინარი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოს შექმნისა და განვითარების ეტაპზე კომპანიამ არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 300 მლნ ლარზე შეღავათიანია აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,7 მლნ ლარია.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები