ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) თვალთვალი - ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. AfD-მ თვალთვალის აკრძალვა მოითხოვა, თუმცა პარტიამ პროცესი ქვედა ინსტანციაში წააგო.
მიუნხენის სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
სასამართლოს განმარტებით, AfD-ის მიერ დასმული კითხვები უკვე განხილული იყო წინა გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელია.
თავის მხრივ, მსგავს მიდგომას იყენებს დაზვერვის სააგენტო, რომელმაც გასულ წელს პარტიის საქმიანობა "დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მცდელობად" შეაფასა.