4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე ბრალდებული 7 პირის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. საქმის ამ ეპიზოდს სულ, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა 8 პირმა ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
პროკურატურა მათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება.
პროკურორის, როინ ხინთიბიძის განცხადებით, ბრალდების მხარე ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
"ზაქრო ალბუთაშვილთან დასრულებულია საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება სხვა პირებს, არავის მოუმართავს ჩვენთვის. მაღალი ალბათობით, დღეს გამოცხადდება განაჩენი თუ სასამართლო არ გავიდა სათათბირო ოთახში განაჩენის გამოსატანად. სახელმწიფო ბრალდება ითხოვს გამამტყუნებელ განაჩენს ყველა პირის მიმართ", - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.