19 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
აშშ ისრაელს ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ კი სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანაზე უარს აცხადებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანაზე უარს აცხადებს, ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნის და ამერიკასთან ამ საკითხზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პარალელურად, შტატები ისრაელს ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მედიის ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ''ცაჰალი'' სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, რამაც დონალდ ტრამპის კრიტიკა გამოიწვია.

ამ ფონზე, ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში "დიდი ალბათობით" მხარს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუჭერს.

ცნობილია, რომ ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ნეთანიაჰუს ყველაზე ძლიერი კონკურენტები ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერალური შტაბის უფროსი გადი ეიზენ-კოტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი არიან.

დღის ამბები