17 ივნისი 2026,   19:21
ვრცლად
დაცვის მხარემ პენიტენციურ დაწესებულებას მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მიმართა 3 ივნისს და, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მათ გაეგზავნათ პასუხი - გიორგი პატარიძე

„სიცრუეა, თითქოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით.  მათ 3 ივნისს  მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას  და უკვე, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც გაეგზავნათ პასუხი პენიტენციური დაწესებულებიდან“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა. 

გიორგი პატარიძე ადვოკატების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მიწერილ წერილზე პასუხი მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღემდე არ გაუცია.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოებისა და, რა თქმა უნდა,  ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ინსტიტუტების შეცდომაში შეყვანისგან“, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

დღის ამბები