436 მომხრე, 145 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტის ავტორი და მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენეა.
ანგარიშში მოთხოვნილია "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებისთვის პერსონალური და სავიზო სანქციების, მედიასაშუალებებისთვის კი შეზღუდვების დაწესება.
ევროპარლამენტის რეზოლუცია იმეორებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და მას პოლიტპატიმარს უწოდებს.
ანგარიშში შენარჩუნებულია ევროპარლამენტის წინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ არის აღიარებული საქართველოს პარლამენტის და მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. მოთხოვნილია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაც.