17 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია - რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა? ოპოზიციური ალიანისის დაშლის შემდეგ, რღვევა, თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიმდინარეობს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს აფასებს უმრავლესობა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას აგრესიის გადატანა ქვეყანაზე უნდოდა.

მისი თქმით, ის რომ ერთმანეთის დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე არ შეუძლიათ, კიდევ ერთხელ მეტყველებს რადიკალური ოპოზიციის ამორალურ სახეზე.

"რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთისთვის საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიეყენებინოს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ამორალურ სახეზე, რომ მათ ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ. 

თავის დროზე ამ ყველაფრის  აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთი დარჩათ და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, ამის საპირისპირო არაფერი გვაქვს. მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინება, მით უკეთესია", – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა რამდენიმე დღის წინ თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

დღის ამბები