17 ივნისი 2026,   15:27
ვრცლად
"ევროპა კაია კალასის აბსურდულობის გაცნობიერებას იწყებს" - The Telegraph-ი სტატიას აქვეყნებს

"ევროპა კაია კალასის აბსურდულობის გაცნობიერებას იწყებს" - ამ სათაურით სტატიას "ტელეგრაფი" აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამოცანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია და ფორმულირებაა, თუმცა რეალურად, ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკა არ არსებობს.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია კალასის ინიციატივების მიმართ წევრი სახელმწიფოების სკეპტიკური დამოკიდებულება. სტატიის თანახმად, საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურული არაეფექტურობის ფონზე, საფრანგეთი უწყების რადიკალურ რეფორმასა და მის დეცენტრალიზაციას ითხოვს.

პარალელურად, კალასის პოზიციებს აზიანებს ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ჩამოყალიბებული "გეოპოლიტიკური კომისია", რომელიც, საგარეო პოლიტიკურ უწყებას კონკურენციას უწევს.

დღის ამბები