17 ივნისი 2026,   15:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას მალე დაასრულებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები და ორი ქვეყნის ისტორიულად მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სამომავლო კავშირების განვითარების პერსპექტივები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა მის სამომავლო საქმიანობაში.

დღის ამბები