ძიუდოს 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.
თბილისში ძიუდოს მსოფლიო პირველობა ისტორიაში პირველად ჩატარდება.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო 2027 წელს - ყაზახეთში. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო ტურნირის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.