16 ივნისი 2026,   16:35
ვრცლად
გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და მივესალმები რუმინეთის გადაწყვეტილებას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს არასამთავრობო სექტორი გამოიყენება ქვეყნების სუვერენიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად და ჯაშუშური საქმიანობისთვის. 

"ძალიან კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და სრულად მივესალმები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. ვინაიდან დღეს ჩვენ ვხედავთ, არასამთავრობო სექტორი გამოყენებულია ქვეყნების წინააღმდეგ, ქვეყნების სუვერენიტეტის შესაზღუდად, მათთვის ძირის გამოსათხრელად, ჯაშუშური საქმიანობების განსახორციელებლად. შეგახსენებთ, რომ ბოლო კონტრდაზვერვული ოპერაციის დროს დაკავებული ორი პირი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით ახერხებდა ჯაშუშურ საქმიანობას. 

ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და მივესალმები რუმინეთის ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, იმედი მაქვს, რომ რუმინეთი პასიური მაინც იქნება საქართველოსთან მიმართებით და ისე არ მოიქცევა, რომ ჩვენ მეორეხარისხოვან ქვეყნად ვიყოთ წარმოჩენილები, რომ რუმინეთს აქვს უფლება, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ფინანსების საჯაროობა მოითხოვოს, საქართველოს კი არა. 

ვინც პატივს არ სცემს სუვერენიტეტსა და თანასწორობას, ექაჩება სამყაროს ევროპასაც უკან, მეორე მსოფლიო ომამდელ მდგომარეობაში. ასე რომ, ვისაც უნდა წინ გაიხედოს, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს და რაც კარგია მათთვის, ის, სავარაუდოდ, კარგი იქნება საქართველოსთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები