16 ივნისი 2026,   16:42
ვრცლად
ბაჩო ახალაიას საქმე - სასამართლოში ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ეპიზოდზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე იმსჯელა. დღევანდელი პროცესი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას შეეხო. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

"ბრალდების მხარემ გამოიკვლია, როგორც ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე, დაკითხა მოწმე. კერძოდ, გამოვიკვლიეთ, უშუალოდ იმ სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც ეს ყველაფერი განხორციელდა და, რასაც ბრალდების მხარე ედავება ბაჩანა ახალაიას. ასევე, დაიკითხა სხდომაზე დამსწრე მანდატური, რომელმაც დაადასტურა ეს ფაქტი, რომ ნამდვილად, სწორედ 2026 წლის 16 თებერვალს, ღია სასამართლო სხდომაზე ბაჩანა ახალიამ განახორციელა მოწოდება. მათ შორის, არის გარკვეული მტკიცებულებები. ეს ეხება იმავე სხდომის აუდიოჩანაწერებს და კომპიუტერულ დისკებს, რომელიც მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად," - აღნიშნა პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები