16 ივნისი 2026,   15:35
ვრცლად
კონგოში, ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 782-მდე გაიზარდა - გარდაიცვალა 181 ადამიანი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 782-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათში 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს მიმდინარე აფეთქების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღიური მატებაა.

მთავრობის უახლესი ანგარიშის თანახმად, ებოლას დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების 181 შემთხვევაც შედის.

მონაცემები აჩვენებს, რომ კონგოში ეპიდემია კვლავ შემოიფარგლება აღმოსავლეთით მდებარე სამი პროვინციით: იტური, ჩრდილოეთ კივუ და სამხრეთ კივუ.

დღის ამბები