16 ივნისი 2026,   14:18
ვრცლად
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება.
სხდომაზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

საქმის ამ ეპიზოდზე 12 პირიდან 8 დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

რას გადაწყვეტს მოსამართლე დარჩენილ ბრალდებულებთან დაკავშირებით უახლოეს პროცესებზე გახდება ცნობილი.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სახელმწიფო ბრალდება წარადგენს დასკვნით სიტყვას, რომლის ფარგლებშიც, დეტალურად მიმოიხილავს, შეაჯამებს და სამართლებრივად შეაფასებს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერების, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდება ბრალდებულთა მიერ, მათთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენაში და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს", - განაცხადა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.

დღის ამბები