16 ივნისი 2026,   15:16
ვრცლად
მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის - ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ წერს.

ალექსანდრ ვუჩიჩი ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უფრო გაღრმავდება, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალ ნიშნულზე ავა, ვიდრე ეს აქამდე იყო.

"მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობისა და ძმობის გაფრთხილებას და რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის", - წერს ალექსანდრ ვუჩიჩი.

დღის ამბები