16 ივნისი 2026,   09:50
ვრცლად
მივესალმებით იმ თანამშრომლობას, კეთილგანწყობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და სერბეთს შორის არის - ნინო წილოსანი

სერბეთის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ვიზიტს აფასებენ უმრავლესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

"ძალიან საინტერესო თემებზე და გადაწყვეტილებებზე იქნება საუბარი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ვიზიტს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ თანამშრომლობას, კეთილგანწყობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და სერბეთს შორის არის. უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავება. ჩვენმა შესაბამისმა სამინისტრომ აწარმოა მოლაპარაკებები თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე", - განაცხადა ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ვუჩიჩი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ათონელის რეზიდენციაში შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. გაიმართა პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ორი ქვეყნის პირველი პირები, მეუღლეებთან ერთად, საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ, სადაც კათალიკოს-პატრიარქს შიო მესამეს შეხვდნენ.

დღის ამბები