16 ივნისი 2026,   00:51
ვრცლად
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

დღის ამბები