აშშ-ში, მისურის შტატში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და 11 პარაშუტისტი დაიღუპა, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მისურის შტატის საგზაო პატრულის მონაცემების თანახმად, ავარია ბატლერის მემორიალურ აეროპორტთან ახლოს მოხდა, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ამავე ტერიტორიაზე, მინდორში ჩამოვარდა.
ტრაგედიას დაღუპულთა ოჯახის წევრებიც შეესწრნენ.
მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავში 12 ადამიანი იმყოფებოდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.