საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვრიდან მაისის ჩათვლით 10 მილიარდ 439 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტი 19,8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1,9%-ით შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულ მაჩვენებლები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუა, შეაფასა.
"მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, გაიზარდა ექსპორტი 20%-ით 5 თვის მანძილზე, იმპორტი შემცირებულია, დაახლოებით, 2%-ით. გაუმჯობესებულია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სალდო. საქართველო აგრეთვე აგრძელებს ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.