15 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებსშორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

ზვიად ხაჩიძე, ასევე, ევროპის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენად დასახელდა და სპეციალური პრიზი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

აღნიშნული ჩემპიონატი, წელს, მეხუთედ ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის 350 სპორტსმენი_ ახალგაზრდა და სინიორი, ვეტერანი და პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი ათლეტი მონაწილეობდა. საქართველოდან 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. ქართველმა ათლეტებმა, ევროპის ჩემპიონატი, 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ვეტერანები, ულოცავენ ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ, კიდევ ერთ, ღირსეულ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებენ როგოც პირად, ისე სპორტულ ცხოვრებაში!

დღის ამბები