15 ივნისი 2026,   18:12
ვრცლად
ირაკლი აფხაიძე: იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა

საქსტატის ახალი მონაცემები, რომელიც საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობას ეხება - 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 108.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი - 7 331.2 მლნ. აშშ დოლარი, კლებამ 1.9 პროცენტი შეადგინა.

"მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.7 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რაც 3.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ ბრუნვის ზრდა მთლიანად დაკავშირებულია ექსპორტის მოცულობის ზრდასთან, რომელიც თავის მხრივ, 19.8 პროცენტით არის გაზრდილი და შეადგენს 3 108.5 მილიონ დოლარზე მეტს.

რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, იგი 7 331.2 მილიონ დოლარს აღემატება და 1.9 პროცენტით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს," - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აფხაიძემ.

დღის ამბები