15 ივნისი 2026,   14:55
ვრცლად
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება

მარტა კოსი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას, რასაც ევროკომისარმა უპასუხა, რომ აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. 

"ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ ის, რაც დღეს ვიცით, არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა და იმ გარანტიების შემუშავება, რაც ახალი წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.

დღის ამბები