15 ივნისი 2026,   10:33
ვრცლად
მასშტაბური თავდასხმა კიევზე - ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს

მასშტაბური თავდასხმა კიევზე - ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს. აფეთქებების შედეგად, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობებსა და კიევ-პეჩორის ლავრაში. არის მსხვერპლიც.

ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი ლოკაცია, დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 და დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

დღის ამბები