14 ივნისი 2026,   19:56
ვრცლად
"ეს არის კლასიკური მაგალითი პროვოკაციული, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტური საქმიანობისა" - ირაკლი ქადაგიშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებზე

"ეს არის კლასიკური მაგალითი პროვოკაციული, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტური საქმიანობისა" - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, მიზანი საკითხის პროვოკაციული წესით წინ წამოწევა იყო. 

"დასჭირდათ იმისათვის, რომ რაღაცნაირად ამ საკითხის სიმძაფრე პროვოკაციული წესით წინ წამოეწიათ და სწორედ ასეთი ანონსი გაუშვეს, სადაც ამ მძიმე მოვლენასთან დაკავშირებით კადრია გაშვებული, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ როგორც კი ეს საკითხი გახდა ცნობილი, ამასთან დაკავშირებით იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ეს პირები დაკავებულები არიან. ეს არის კლასიკური მაგალითი პროვოკაციული, არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტური საქმიანობისა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ირკვევა, რომ ჟურნალისტები მასალის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს. საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. ირკვევა ისიც, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდა, თუმცა ეთერში ის მაინც არ გაჟღერდა.

ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიამ ფაქტი ინფორმაციის წინასწარ ქონის შესახებ შეგნებულად დამალა და ანონსში არ ასახა რეალობა, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. ეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში თავად "ტვ პირველსაც" ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პირი ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს.

 

 

დღის ამბები