14 ივნისი 2026,   20:12
ვრცლად
რადიკალურ, ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან და ინფორმაციასთან - რატი იონათამიშვილი

დეზინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ვიცე-პრემიერის განცხადებების დამახინჯების ფაქტს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების ცრუ პროპაგანდა სიახლე არ არის, თუმცა მათ მცდელობებს შედეგი არ მოჰყვება.

"რადიკალურ, ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან და ინფორმაციასთან. ეს არის პირდაპირ ცრუ პროპაგანდის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობენ ფონს გასვლას. ამით ცდილობენ, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ მაის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ, რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებზე", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები