14 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
"ეს იმის მამტკიცებელია, რომ აღარაფერი აქვთ სათქმელი და ეძებენ ხავსს, იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ" - გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებზე

"ეს არის ზუსტად იმის მამტკიცებელი, რომ დღეს აღარაფერი აქვთ სათქმელი და ახლა ეძებენ ხავსს, იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ" - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს აფასებს.

როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, მთავარი ის არის, რომ კანონის უზენაესობა იყოს და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.

"როდესაც შენ რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებ და ამბობ, რომ ნახე რა ხდება ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებაზე იყო მყისიერი. ყველა ქვეყანაშია, ჩვენ კარგად ვნახეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში საერთოდ დაიხოცნენ ადამიანები აქციის დარბევის დროს და ა.შ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ კანონის უზენაესობა იყოს და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს. ეს არის ზუსტად იმის მამტკიცებელი, რომ დღეს აღარაფერი აქვთ სათქმელი და ახლა ეძებენ ხავსს, იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

ირკვევა, რომ ჟურნალისტები მასალის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს. საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. ირკვევა ისიც, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდა, თუმცა ეთერში ის მაინც არ გაჟღერდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევების მიმართ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო განუხრელად რეაგირებს.

ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიამ ფაქტი ინფორმაციის წინასწარ ქონის შესახებ შეგნებულად დამალა და ანონსში არ ასახა რეალობა, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. ეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში თავად "ტვ პირველსაც" ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პირი ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს.

დღის ამბები