12 ივნისი 2026,   17:47
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი ჟორჟოლიანზე: ჩვენს პარტიაში ცვლილებები მოხდება ყრილობაზე - ჯერ არ არის პარტიის წევრი, როდესაც წევრი გახდება, უფრო აქტიური კონსულტაციები გვექნება

დაშლილი კოალიცია და გავლენებისთვის ბრძოლა დაშლის წინაშე მყოფ "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პარტიის რიგებს, ან ვინ ჩაიბარებს თავმჯდომარის პოსტს? ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის განახლებისა და რეფორმირების მთავარ ფიგურად დაასახელა, ღიად აცხადებს, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა.

რადიკალური ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტმა იმ დროს დააანონსა, როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანაში საერთოდ არ იმყოფებოდა. სტრუქტურულ გადაჯგუფებებზე განმარტებებს ამ დრომდე მხოლოდ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი და მისი ახალი რჩეული აკეთებენ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე კი დუმილს ინარჩუნებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პარტიაში ცვლილებები ყრილობაზე მოხდება.

"პარტიაში როდესაც ახალი სახე ჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობით ვინმე უკმაყოფილოა. ჩვენს პარტიაში ცვლილებები მოხდება ყრილობაზე. ვინ უფრო შეძლებს თავისი იდეების დამტკიცებას უმრავლესობისთვის, ამას ვნახავთ უახლოეს თვეებში. ჯერ არ არის პარტიის წევრი, როდესაც პარტიის წევრი გახდება, მაშინ უფრო აქტიური კონსულტაციები გვექნება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები