პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიესალმება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დროებითი შეთანხმება ყალიბდება, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
"პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა, ევროკავშირის დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მიღწეულ პროგრესს ორივე მხარე მიესალმა.
"ორივე მხარე მიესალმა უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობის გზით მიღწეულ პროგრესს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა მალე გამოიწვევს მყარ ურთიერთგაგებას და საკითხის მშვიდობიან მოგვარებას", - ნათქვამია განცხადებაში.