ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში - ლეგენდარული მომღერალი მაყურებლის წინაშე ეკა მამალაძესთან, სოფო ხალვაშთან და ანსამბლ "შვიდკაცასთან" ერთად წარსდგა. კონცერტს ფესტივალის ორკესტრი და ბენდი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით აფორმებდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.