"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ასე ჰქვია ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გაეროში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე მოხდა. ფილმის რეჟისორი ბაჩო ოდიშარიაა და ის ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა.
ოდიშარიას თქმით, ფილმის შექმნას საფუძვლად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები დაედო.
ჩვენებას ნიუ-იორკში რეჟისორთან ერთად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო. ფილმის პრემიერა მალე ქართველი მაყურებლისთვისაც შედგება.
"ფილმის პრემიერა შედგა. მე ვამაყობ, რომ მას ასეთი დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტური ფილმი და მისი ჩვენება გაგრძელდება, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ფესტივალებზე და მე დარწმუნებული, ვარ რომ მას არაერთი წარმატება ექნება, როგორც ჩვენს პარაათლეტებს," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.