12 ივნისი 2026,   00:02
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - გახსნის ცერემონია დაიწყო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება და მექსიკისთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან გუნდი ტურნირს საკუთარ გულშემატკივრების წინაშე იწყებს.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შინაური გარემო, სტადიონის ატმოსფერო და საფეხბურთო გამოცდილებაა. მექსიკის ნაკრებში გამორჩეული ფიგურები შემტევი სანტიაგო ხიმენესი, ედსონ ალვარესი და გილერმო ოჩოა არიან, რომელიც მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გახდება.

მოახლოებულ დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება სამხრეთ აფრიკა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ჯგუფურ ეტაპს.

სამხრეთ აფრიკის მთავარი ძალა ორგანიზებულ თამაშში, სწრაფ კონტრშეტევებსა და რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელშია. კაპიტანი და მეკარე რონვენ უილიამსი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ნახევარდაცვაში დიდი როლი აქვს ტებოო მოკოენას, ხოლო შეტევაში ყურადღება ლაილ ფოსტერზე, მოფოკენგსა და აპოლისზე იქნება გამახვილებული. მექსიკელებთან გასამრთ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სამხრეთ აფრიკელთა მთავარი მწვრთნელსთვის.

სამხრეთ აფრიკას წარმატების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ დაცვაში დისციპლინას შეინარჩუნებს, მექსიკის ზეწოლას გაუძლებს და სწრაფ კონტრ შეტევებ განახორცილებს. საერთო ჯამში, მექსიკა უფრო ძლიერი და გამოცდილი გუნდია, თუმცა გახსნით მატჩებში ემოციური წნეხი ყოველთვის დიდია. სწორედ ამიტომ, სამხრეთ აფრიკას შეუძლია რთული თამაში შესთავაზოს მასპინძელს და შეხვედრა უფრო დაძაბული გახადოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

დღის ამბები